როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

15 07 2016

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 15 ივლისს მონაწილეობა მიიღო ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“. თემატურ სესიაზე წარმოთქმული მისი მოხსენება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და ეკონომიკურ გავლენას მიეძღვნა.

 

თემატურ სესიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების გენერალური დირექტორატის  მოადგილე კატარინა მატერნოვა, რუმინეთის რესპუბლიკის დეპუტატების პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანა ბირჩალი, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. თემატიკური სესიის სპიკერებმა ოფიციალური მოხსენებების შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს. 

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.