როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 პროექტის მიზანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი გარემოს რეფორმების მხარდაჭერა, კერძოდ,  მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერების კუთხით, რათა გაიზარდოს ამ სექტორის კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყოფილ იქნას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან მისი ადაპტირება. პროექტი მოამზადებს ნიადაგს მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებისთვის საქართველოში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.

 პროექტი მოიცავს ოთხ კომპონენტს:

 კომპონენტი 1: მეწარმეობის განვითარების ჩარჩო პირობების გაუმჯობესება და მცირე და საშუალო მეწარმეების მონაწილეობა პოლიტიკურ დიალოგში.

 კომპონენტი 2: მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება.

 კომპონენტი 3: მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ეროვნულ, სექტორულ და ადგილობრივ დონეზე ბიზნესკლასტერების განვითარებისა და ბიზნექსელების მხარდაჭერის გზით.

 კომპონენტი 4: ბიზნესკლასტერების და ქსელების ინტეგრირება ევროკავშირში მოქმედ შესაბამის ქსელებში, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარებაზე, ინვესტირებასა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე.

 პროექტი ხელს უწყობს ბიზნეს საზოგადოების, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების, ინფორმირებულობის გაზრდას DCFTA-ს შესახებ. მისი მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს DCFTA.gov.ge ვებგვერდი და დაარსდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

GIZ საქართველოს ოფისი

მისამართი: ბიზნეს ცენტრი „მერანი“

რუსთაველის გამზ. 42 / გრიბოედოვის ქ. 31ა

0108 თბილისი, საქართველო ელ-ფოსტა: giz-georgia@giz.de

ჯგუფის ხელმძღვანელი: ფილიპ სტეინჰეიმი

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.