DCFTA-ს ხელშეწყობის პროგრამა (200 მლნ ევროს მოცულობით) ემსახურება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, EBRD-მა სს „საქართველოს ბანკს“ გამოუყო პირველი ტრანში - 50 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ეროვნული ვალუტით. სესხები გაიცემა ეროვნული ვალუტით, ხუთწლიანი საშეღავათო პერიოდით. მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვისათვის პროგრამის ბენეფიციარებს ექნებათ კონსულტაციის მიღების საშუალება.
DCFTA-ს ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება:
- ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს გამოიყენოს DCFTA-ს საშუალებით წარმოქმნილი ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირთან;
- გაუიოლებს მცირე და საშუალო ბიზნესს დაფინანსების მიღებას, რაც საშუალებას მისცემს მათ ჩადონ ინვესტიცია საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაზრდაში;
- უცხოელ ინვესტორებთან პარტნიორობის მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესს მისცემს გლობალურ მოთხოვნა - მიწოდების ჯაჭვში ინტეგრირების საშუალებას;
- საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესს უზრუნველყოს ახალ სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ, ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთან, გარემოს დაცვის ღონისძიებებთან შესაბამისობა, რაც, თავის მხრივ, სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მომხმარებელს და ხელს შეუწყობს ექსპორტს როგორც ევროკავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
http://europa.eu/rapid/press-release_MEMO-15-5013_en.htm