როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

22 02 2018

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ტრენინგი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ქუთაისში

მიმდინარე წლის  22 თებერვალს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. ქუთაისში გაიმართა ტრენინგი: "ბიო  მეღვინეობა". ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ბიო მეღვინეობის პრინციპები;  ღვინის წარმოება მსოფლიოში; ალკოჰოლური დუღილი; მალოლაქტიკური დუღილი; ღვინის გადაღება; ღვინის დაავადებები და ნაკლოვანებები და ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში.

ტრენინგში, რომელსაც მეღვინოების დარგში ინჟინერ-ტექნოლოგი გიორგი ბარისაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობა იმერეთის რეგიონის  30-მა მეწარმემ მიიღო.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის ევროკავშირის ინიციატივის „EU4Business“  ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.