როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

05 10 2018

საერთაშორისო აღიარება მეტროლოგიის სფეროში

საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარებას მიაღწია შემდეგი ახალი მიმართულებებით: გეომეტრია (სიგრძის გაზომვები), მასა და მასთან დაკავშირებული სიდიდეები (მასა, მცირე მოცულობა, წნევა), ტემპერატურა და ტენიანობა, ელექტროგაზომვები, მაიონიზებელი გამოსხივება. სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონური ლაბორატორიების საერთაშორისო შეფასება სააგენტოში 2018 წლის 01-03 ოქტომბერს ჩატარდა. უნდა აღინიშნოს რომ სააგენტომ საერთაშორისო აღიარებას უკვე მიაღწია 2014 წელს სამი მიმართულებით: ელექტროგაზომვები, მასა და ტემპერატურა.

 

აღნიშნული შეფასება ჩატარდა მეტროლოგიის რეგიონალური ორგანიზაცის (COOMET) წევრი ქვეყნების მეტროლოგიის ინსტიტუტების ექსპერტების მიერ, შეფასებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა გერმანიიდან, ლიეტუვიდან, ბელორუსიდან.

 

ქვეყანაში საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეტროლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა  ხელს უწყობს ქვეყნის საექსოპრტო პოტენციალის გაზრდას, ეროვნული პროდუქციის შეღწევადობას საერთაშორისო ბაზრებზე. სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ ზემოაღნიშნულ სფეროებში გაცემული დაკალიბრების და გაზომვის სერტიფიკატები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. საწარმოებს, ლაბორატორიებს სხვა დაინტერესებულ პირებს აღარ მოუწევთ გაზომვის საშუალებების საზღვარგარეთ გაგზავნა, რადგან აღნიშნული მომსახურება უკვე საქართველოშია ხელმისაწდვომი. ეს დაუზოგავს მათ ხარჯებს (დაკალიბრების ღირებულება, ტრანსპორტიების, საბაჟო და სხვა ხარჯები), რააც თავის მხრივ პროდუქციის კონურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.