როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

03 08 2020

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) განხორციელების საკოორდინაციო უწყებათაშორისი ქვეკომისიის სხდომა გაიმართა

2020 წლის 31 ივლისსა და 1 აგვისტოს გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს)  განხორციელების  საკოორდინაციო უწყებათაშორისი ქვეკომისიის მეთორმეტე სხდომა.

 

სხდომაზე განხილული იქნა DCFTA-ს განხორციელების 2020 წლის 6 თვის შესრულების მდგომარეობა და  მომზადდა DCFTA-ს განხორციელების საშუალოვადიანი  (2021-2023)  სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია, რომელიც დამტკიცდება 2020 წლის ბოლომდე.

 

უწყებათაშორისი ქვეკომისიის სხდომას ესწრებოდნენ DCFTA-ს განხორციელებაში მონაწილება ყველა უწყების წარმომადგენლები.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.