აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური დახმარების მექანიზმი მოიცავს EBRD-ის, EIB-ისა და KfW-ის განვითარების ბანკის სესხებსა და გარანტიებს იმ პარტნიორი ფინანსური შუამავლებისათვის (PFI), რომლებიც საბოლოო დანიშნულებით გასცემენ სესხებს შერჩეული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ პარტნიორი ფინანსური შუამავლების ნდობის აღადგენა. პარტნიორები ცდილობენ გააძლიერონ ფინანსური შუამავლების უნარები, გააფართოონ და გააღრმაონ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ბაზრები და დაფინანსება, წაახალისონ ბაზარზე არსებული ფინანსური დაწესებულებების უწყვეტი განვითარება.
II ფაზაში ყურადღება გამახვილებულია სესხების ადგილობრივი ვალუტით გაცემის სტიმულირებაზე იმ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი უცხოური ვალუტით და წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებენ დაფარონ სესხის თანმდევი ხარჯები. პრაქტიკულად, პროექტი უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო მხარდაჭერას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გ. ტაბიძის ქ. #1, თავისუფლების მოედანი
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 322 006284
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: