სტანდარტი - კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით;
საქართველოში სტანდარტების შემუშავებას, რეგისტრაციას და ამ სტანდარტების გავრცელებას ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში მოქმედი სტანდარტების სახეებია:
საქმიანობა სტანდარტიზაციის სფეროში
საქართველოს სტანდარტის შემუშავება ან/და რეგისტრაცია - დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე სტანდარტს შეიმუშავებს შესაბამისი ტექნიკური კომიტეტი და მისი რეგისტრაცია ხდება საქართველოს სტანდარტების რეესტრში. სააგენტოს შესაბამისი კომიტეტი საქართველოს სტანდარტს არ შეიმუშავებს იმ სფეროში, რომელშიც:
საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების სტანდარტების რეგისტრაცია ან/და გავრცელება - სტანდარტიზაციის იმ საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტების რეგისტრაცია და გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის წევრიც არის სააგენტო (ISO, IEC/CEN,/CENELEC- ის სტანდარტები).
სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფეხურები საქმიანობების მიხედვით
საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად, გარეკანის თარგმნის მეთოდით:
I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის სტანდარტის მიწოდების თაობაზე;
II - სააგენტოს მიერ შესაბამისი სტანდარტის მოძიება და რეგისტრაცია.
საქართველოს სტანდარტის შემუშავება და რეგისტრაცია:
I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსათვის საქართველოს სტანდარტის შემუშავებისა და რეგისტრაციის თაობაზე;
II - ინფორმაციის შემოწმება, არსებობს თუ არა საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტი. თუ ასეთი სტანდარტი არსებობს, პროცედურა წყდება და პირს ეცნობება, რომ მას შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი;
III - საქართველოს სტანდარტის პროექტის შესაბამისი კომიტეტისათვის გადაცემის შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან;
IV - საქართველოს სტანდარტის პროექტის ტექნიკური კომიტეტის სხდომაზე გატანა და სტანდარტის შემუშავების პროცედურის დაწყება;
V - სტანდარტის მიღება შესაბამისი კომიტეტის მიერ;
VI - სტანდარტის საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღება;
VII - რეგისტრაცია, სტანდარტების რეესტრში სტანდარტების რეგისტრაციის ნომრის მინიჭება.
საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად, სრული თარგმნის მეთოდით:
I - საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტის სრული თარგმნის გზით საქართველოს სტანდარტად მიღების შემთხვევაში, სტანდარტის პროექტს (თარგმნილ ტექსტს) განიხილავს შესაბამისი კომიტეტი;
II - კომიტეტის მიერ მიღებული სტანდარტის ტექსტის რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად.
სასარგებლო ინფორმაცია