თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება არეგულირებს საქონლით ორმხრივი ვაჭრობის პირობებსა და საბაჟო გადასახადების ლიბერალიზაციას. შეთანხმების მიხედვით, არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება დააწესოს ან შეინარჩუნოს საბაჟო ან სხვა ეკვივალენტური გადასახადი საქონლის ექსპორტზე, ხოლო იმპორტისათვის განსაზღვრულია ქვემოთ მოცემული პირობები:
იმპორტი საქართველოში (ვალდებულება)
შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ევროკავშირში წარმოშობილი საქონლის საქართველოში იმპორტზე საბაჟო გადასახადი გაუქმდება.
იმპორტი ევროკავშირში (სარგებელი)
შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე საქართველოში წარმოშობილი საქონლის ევროკავშირში იმპორტზე საბაჟო გადასახადი გაუქმდება (გარდა ნივრისა, რომელზეც საბაჟო გადასახადი გაუქმდება კვოტის ფარგლებში).
საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქციის ნაწილისათვის განსაზღვრულია შემდეგი ღონისძიებები:
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება არეგულირებს ვაჭრობაში დაცვითი, ანტიდემპინგური და სუბსიდიების საწინააღმდეგო ზომების გამოყენების პირობებს. ვაჭრობაში დაცვითი ზომების გამოყენების შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) შესაბამისი ხელშეკრულებებით.
მოცემული შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დემპინგური იმპორტის, გადაჭარბებული იმპორტისა და სუბსიდირებული იმპორტის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ ვმო-ს შეთანხმებებით გათვალისწინებული პროცედურებით გამოიყენონ ვაჭრობაში დაცვითი ზომები.
შეთანხმება, ასევე განსაზღვრავს ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების გამოყენებისას მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ამასთან, DCFTA-ის დავების მოგვარების ნაწილი არ ვრცელდება ამ თავის დებულებებზე.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმების ეს ნაწილი ითვალისწინებს საქართველოში სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების ევროკავშირის შესაბამის სისტემებთან დაახლოებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციონალურ დაახლოებას.
ვალდებულება
თავში (დანართებში) გაწერილია კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების როგორც ჰორიზონტალური, ისე სექტორული პრიორიტეტები. ჰორიზონტალურ კანონმდებლობასთან დაახლოება მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების მოწყობისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპების გადმოტანას საქართველოს კანონმდებლობაში, ხოლო სექტორულ კანონმდებლობასთან დაახლოება გულისხმობს ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების გადმოტანას საქართველოს კანონმდებლობაში. ეს დირექტივები ეხება სამრეწველო პროდუქციას და მოიცავს 21 ევროპულ დირექტივას.
ამ ეტაპზე საქართველოს მიღებული აქვს 6 ევროპული დირექტივა. დანარჩენი 15 დირექტივა შესრულდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში და ყოველ მათგანს განესაზღვრება გარდამავალი ვადა, რათა ადგილობრივ ბიზნესს არ შეექმნას პრობლემები ახალი ნორმების დაკმაყოფილებისას.
შეთანხმების თანახმად, უნდა დაინერგოს სამრეწველო პროდუქტების ბაზრის ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას და ამ გზით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება გულისხმობს სანიტარიულ და ფიტოსანიტარულ ღონისძიებებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობას და, ამავდროულად, ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის დაცვას შემდეგი ღონისძიებებით:
აგრეთვე, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ცხოველთა კეთილდღეობის მიმართ ერთნაირი მიდგომების ჩამოყალიბებას.
ვალდებულება
შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს მხარე იღებს, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამის ევროპულ სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულებას. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 6 თვის ვადაში საქართველომ უნდა შეიმუშაოს იმ ევროპული საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომელთანაც მოხდება ქართული კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება. შეთანხმების მიხედვით, დაახლოების სია უნდა იყოს დაყოფილი პრიორიტეტების მიხედვით და დროში გაწერილი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ერთი პროდუქტით, ასევე პროდუქტების ჯგუფით ვაჭრობას მხარეებს შორის.
საკანონმდებლო დაახლოება ქვაკუთხედია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობისას. დაახლოება საფუძველი იქნება ქართული მარეგულირებელი სისტემის ევროპულ რეგულაციებთან ეკვივალენტობის დადგენისას.ეკვივალენტობის დადგენა შესაძლებელი იქნება ერთი ღონისძიების, ღონისძიებათა ერთობლიობის, ან იმ სისტემის მიმართ, რომელიც ეხება სექტორს, ქვესექტორს, კონკრეტულ პროდუქტს ან პროდუქტების ჯგუფს. ეკვივალენტობის ფორმალურად აღიარების შემდეგ იგი დაინერგება მხარეებს შორის ვაჭრობაში. გადაწყვეტილება ეკვივალენტობის აღიარების შესახებ შესაძლოა გამოიხატოს საბაჟო გამტარ პუნქტებზე ტვირთის ფიზიკური შემოწმების შემცირებით, აგრეთვე სერტიფიკატებისა და საწარმოების ექსპორტიორთა სიაში შეტანის პროცედურების გამარტივებით.
სარგებელი
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება საქართველოს მისცემს საკუთარი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული, ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობის გაუმჯობესების, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შენარჩუნების, ქვეყნის ტერიტორიის მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისგან დაცვისა და ევროპული რეგულირების ეკვივალენტური დონის მიღწევის შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს ქართულ წარმოებას ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციით ევროკავშირთან გამარტივებული წესით ივაჭროს.
სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხს და აამაღლებს მის სანდოობას მსოფლიო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას. გარდა ამისა:
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება ეხება საბაჟო საკითხებში თანამშრომლობასა და პროცედურების გამჭვირვალობას.
ვალდებულება
შეთანხმების ფარგლებში, ძალაში შესვლიდან 4 წლის ვადაში ქართულ მხარეს ეკისრება ქართული საკანომდებლო ბაზის 1992 წლის 12 ოქტომბრის ევროკავშირის საბჭოს რეგულაციასთან (ევროკავშირის საბაჟო კოდექსი) დაახლოების ვალდებულება, რაც გულისხმობს საქართველოს საბაჟო სისტემაში ევროკავშირში მოქმედი საბაჟო პროცედურების დანერგვას, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემოს შექმნის მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ ამისათვის დასანერგია კერძო სექტორის ნებაყოფლობითი კანონმორჩილების უფრო მაღალი სტანდარტი (უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორი), ასამაღლებელია საბაჟო კონტროლის ეფექტიანობა. შესაბამისად, უნდა დაჩქარდეს საბაჟო ადმინისტრირების სისტემის მოდერნიზება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მათი სათანადოდ აღჭურვა, ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლება.
ასევე, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 4 წლის ვადაში ქართულ მხარეს ეკისრება ვალდებულება, რომ შეუერთდეს საქონლით ვაჭრობისას გამარტივებული პროცედურების შესახებ 1987 წლის 20 მაისის კონვენციასა და ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ 1987 წლის 20 მაისის კონვენციას. საქართველო ასევე დაუახლოებს ინტელექტუალური საკუთრების საზღვარზე დაცვის მარეგულირებელ წესებს ევროპაში მოქმედ შესაბამის რეგულაციებსა და დირექტივებს.
სარგებელი
საქართველოს საბაჟო რეგულაციები დაუახლოვდება ევროკავშირის პროგრესულ რეგულაციებს. საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ჩამოყალიბდება მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირს შორის ექსპორტ/იმპორტის პროცედურების გამარტივებას.
საკანონმდებლო დაახლოების პროცესი კერძო სექტორს საშუალებას მისცემს მინიმუმამდე შეამციროს საქართველოსა და ევროკავშირის სხვადასხვა სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების შედეგად დანახარჯების ოდენობა საქონლის იმპორტ-ექსპორტირებისას. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტრანზიტის საბაჟო პროცედურის ჩატარებისას საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული სატრანზიტო დოკუმენტაცია და გარანტია იმოქმედებს ევროკავშირის (შვეიცარია, ნორვეგია, თურქეთი) მასშტაბით და გადამზიდავები ვალდებული აღარ იქნებიან განმეორებით მოიპოვონ გარანტია ან ტრანზიტის ქვეყნის საბაჟოსათვის გააფორმონ დამატებითი დოკუმენტები, საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანიდან დანიშნულების ადგილამდე. ეს იქნება კიდევ ერთი დანაზოგი საქართველოში მომუშავე მეწარმეებისა და ექსპორტიორებისათვის და დადებითად იმოქმედებს ქართული საქონლის ღირებულებასა და, შესაბამისად, მის კონკურენტუნარიანობაზე.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზანია საქართველოს ბაზარზე უფრო ხელსაყრელი პირობები შეუქმნას, როგორც ინტელექტუალური საკუთრების უფლების მატარებელ საქონლის ადგილობრივ მომხმარებლებს, ისე ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე პირებს. გაყალბებული პროდუქციის იმპორტის, საავტორო უფლების დარღვევის მინიმუმამდე შემცირება უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან პროდუქციას და გააუმჯობესებს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ასევე ხელს შეუწყობს სამართლიან კონკურენციას და ინვესტიციების მოზიდვას.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება განმარტავს მეწარმე სუბიექტების დაფუძნებისა და მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების პირობებს და მათი მოპყრობის სტანდარტებს, აგრეთვე ელექტრონული კომერციის განხორციელების ძირითად პირობებს. იგი შეიცავს დებულებებს, რომლების მიხედვითაც დაფუძნებისა და მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებისას მხარეებმა უნდა გამოიყენონ ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი.
შეთანხმებით განსაზღვრულია ზოგადი გამონაკლისები დადგენილი პირობებიდან. აღნიშნული გამონაკლისები ძირითადად ეხება საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოების, ადამიანების ჯანმრთელობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. შეთანხმება ასევე არეგულირებს სხვადასხვა კატეგორიის ფიზიკური პირების ქვეყანაში შემოსვლისა და საქმიანი მიზნით დარჩენის პირობებს.
ვალდებულება
შეთანხმება შეიცავს ფინანსური, საფოსტო და საკურიერო, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების საკითხებს და განსაზღვრავს ამ მომსახურების გაწევის პირობებს. წინამდებარე თავს აქვს დანართი, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის დირექტივების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველომ ეტაპობრივად უნდა შეასრულოს:
შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მიერ ფინანსურ, საფოსტო, სატელეკომუნიკაციო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საკანონმდებლო დაახლოების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია მომავალში ევროკავშირის შესაბამისი ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაცია საქართველოს მომსახურების მიმწოდებლებისათვის. მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების დანართის მიხედვით, საქართველო ღებულობს ევროკავშირის ბაზარზე იმაზე უკეთეს დაშვებას, ვიდრე განსაზღვრულია ევროკავშირის ვალდებულებებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. შედეგად, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გამარტივდება საქართველოდან მომსახურების ევროკავშირში ექსპორტირება. მომსახურების სფეროში არსებულ ქართულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება:
შეთანხმება ასევე მოიცავს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმებს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაადვილდება ქართველი სპეციალისტების მიერ მომსახურების გაწევა ევროკავშირის ქვეყნებში.
თავის მოკლე მიმოხილვა
მოცემული შეთანხმებით მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, მათ შორის, მოგების რეპატრიაცია და პირდაპირი ინვესტიციები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეების მიერ დაცვის ზომების გამოყენებას, იმ შეთხვევაში, თუ კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს. მხარეები ასევე თანხმდებიან კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისას ევროკავშირის წესების ეტაპობრივ გამოყენებაზე.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ და თანმიმდევრულ გახსნას. ხელშეკრულება ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელთა ღირებულება აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონეტარულ ზღვრებს. ყველაზე დაბალი მონეტარული ზღვარი არის 130000 ევრო.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოებას, კერძოდ, ევროკავშირის იმ ოთხი ძირითადი დირექტივის შესრულებას, რომლებიც ეხება:
კანონმდებლობის დაახლოების დაწყებამდე საქართველომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა (roadmap) და წარუდგინა ვაჭრობის საკითხებში ასოცირების კომიტეტს.
შეთანხმების ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების შენარჩუნება, როგორც შესყიდვების პოლიტიკის შემუშავებისა და აღსრულების, ასევე დავების განხილვის კუთხით.
სარგებელი
ევროკავშირის შესაბამისი ბაზარი ქართული კომპანიებისათვის გაიხსნება ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად. ბაზრის ეტაპობრივი და თანმიმდევრული გახსნა დაკავშირებულია საკანონმდებლო დაახლოებასთან. სახელმწიფო შესყიდვების შეთანხმება მოიცავს დანართს, რომელშიც გაწერილია კანონმდებლობის თანმიმდევრული დაახლოებისა და შესაბამისად, ბაზრის გახსნის ეტაპები და ვადები.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება ადგენს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ადეკვატური და ეფექტიანი განხორციელების ვალდებულებას, რომლების ხელმომწერებიც არიან საქართველო და ევროკავშირი, მათ შორის, ვმო-ს შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS). ამასთან, შეთანხმების მოთხოვნები ავსებს და დამატებით აკონკრეტებს TRIPS-ის შეთანხმების მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს.
მხარეები ასევე განამტკიცებენ მათ ვალდებულებას ეფექტიანად განახორციელონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO/ისმოს) მიერ ადმინისტრირებული საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც წევრებიც ისინი უკვე არიან.
შეთანხმებაში მოცემულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ის სავალდებულო სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შეთანხმების მუხლებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა კატეგორია, როგორებიცაა საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები (აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირთან უკვე გაფორმებულია შეთანხმება, რომელიც შესულია ძალაში 2012 წლიდან), დიზაინი, პატენტები, სამედიცინო პროდუქტებისა და მცენარეთა დაცვის საშულებების ბაზარზე განთავსების ნებართვის მისაღებად წარდგენილი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ნორმები.
შეთანხმება ასევე არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცედურულ ნორმებს და განსაზღვრავს ამ მიმართულებით სასამართლო ორგანოების უფლებამოსილებებსა და მათ მიერ განსახორციელებელ უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
შეთანხმება ასევე ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საბაჟო თანამშრომლობასა და ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას. საბაჟო კუთხით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება მოცემულია თავში საბაჟოს შესახებ და შესაბამის დანართში.
ვალდებულებები
შეთანხმების თანახმად, განსახორციელებელია ცვლილებები:
აღსრულების ნაწილში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამოქალაქო აღსრულების შეთანხმება დეტალურად ადგენს საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა აისახოს შესაბამის კანონმდებლობაში (ან გაკეთდეს სათანადო მითითება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაში). საქართველო უნდა მიუერთდეს ე.წ. დოჰას დეკლარაციით განსაზღვრულ TRIPS-ის შეთანხმების ცვლილებას.
საქართველოს კანონმდებლობა გახდება ევროკავშირის კანონმდებლობის შესატყვისი და უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელთა დაცვას. ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისა და აღსრულების ეფექტიანი სისტემის არსებობა ხელს შეუწყობს ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქტების წარმოებასა და კომერციალიზაციას.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეების ვალდებულებას, ჰქონდეთ კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა და შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო.
შეთანხმება არ ზღუდავს მხარეებს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნან ან შეინარჩუნონ სახელმწიფო მონოპოლიები, სახელმწიფო საწარმოები ან მიანიჭონ საწარმოს სპეციალური ან ექსკლუზიური უფლება.
შეთანხმების დებულებებთან დაკავშირებულ დავებზე არ ვრცელდება შეთანხმებით გათვალისწინებული დავების განხილვის მექანიზმი.
ვალდებულებები
შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს მხარე იღებს შემდეგ ვალდებულებებს:
სარგებელი
ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი ქართული კანონმდებლობის აღსრულება საშუალებას მისცემს საქართველოს ჩამოაყალიბოს თავისუფალი, კონკურენტული და ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადი ბაზარი.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება მოიცავს, როგორც ენერგორესურსებით თავისუფალი ვაჭრობის, ისე მხარეებს შორის თავისუფალი ტრანზიტის უზრუნველყოფის ვალდებულებას.
იქიდან გამომდინარე, რომ ენერგორესურსებით ვაჭრობა სხვა დანარჩენი სფეროებისგან განსხვავებით, მოიცავს ენერგიის გადაცემას წინასწარ განსაზღვრული გადამცემი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით მიმწოდებლიდან დანიშნულების პუნქტამდე და ბუნებრივად არის მონოპოლიური საქმიანობა, თავისუფალი ტრანზიტი მთავარი წინაპირობაა ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით.
იმისათვის, რომ ენერგიის გადაცემა (ტრანზიტი) იყოს გამჭირვალე და არადისკრიმინაციული და ყველა მსურველს შეეძლოს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა, კონკურენციის პირობებში, მოცემული შეთანხმება ავალდებულებს მხარეებს:
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაზრდას, კონკურენციას ბაზარზე და შედეგად, მიწოდების უსაფრთხოებას შეთანხმების მხარეთათვის.
სარგებელი
საქართველოს აქვს ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალი. აღნიშნული რესურსის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია უპირველესად ინვესტიციებისა და ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა, სადაც შესაძლებელი გახდება საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვა და ვაჭრობის განვითარება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ ააშენა შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი (თურქეთ-საქართველოს შორის 500/400 კვ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩათვლით), რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას ჩაებას ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში და ელექტროენერგიით მოამარაგოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები. შედეგად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მხარეებს შორის ენერგორესურსებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დასახული მიზნის განხორციელებაში. გარდა ამისა, ევროკავშირის მიმართ ვალდებულებების აღება და შესრულება გამოდგება გარანტიად ევროპელი ინვესტორებისათვის ჩვენს ბაზარზე საქმიანობის წამოსაწყებად და ხელს შეუწყობს ინვესტიციების წახალისებას ენერგოსექტორში.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი და საიმედო სატრანზიტო ქვეყანა რეგიონში, რომელზეც გადის ისეთი პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ა.შ. აღნიშნული პროექტებით საქართველო გახდა დამაკავშირებელი ხიდი კასპიის რეგიონსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის და ამასთან, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში, რაც, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიული ინტერესების ნაწილია.
ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არის კიდევ ერთი სტიმული, რათა საქართველოში განხორციელდეს მეტი მსგავსი პროექტი და წახალისდეს ინვესტიციები ამ კუთხით.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება უზრუნველყოფს სავაჭრო საკითხების მარეგულირებელი სისტემის გამჭვირვალობას საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებისა და მათი პროექტების საჯარო ხელმისაწვდომობის საშუალებით. ასევე, ადგენს მხარეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მექანიზმს.
გარდა ამისა, შეთანხმებით გათვალისწინებულია სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციული ორგანოების არსებობა, რომლებშიც შესაძლებელი იქნება მიღებული ზომების გასაჩივრება.
სარგებელი
შეთანხმების უმთავრეს სარგებელს წარმოადგენს ქვეყანაში გამჭვირვალე და პროგნოზირებადი საკანონმდებლო - მარეგულირებელი სისტემის უზრუნველყოფა.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმების მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის იმგვარად განვითარება, რომ შესრულდეს მდგრადი განვითარების ძირითადი ამოცანები. დაცული უნდა იქნეს შრომის ძირითადი პრინციპები და უფლებები, ღირსეული შრომის პირობების უზრუნველსაყოფად.
შრომით საკითხებთან დაკავშირებული სტანდარტები მოიცავს ყოველი დასაქმებულის დასაქმებისა და ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფას. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დეკლარაციის შესაბამისად, კანონმდებლობაში უნდა აისახოს ძირითადი სტანდარტები. მათ შორის:
მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპებიდან (ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება და გარემოს დაცვა) გამომდინარე, ვაჭრობის წახალისება ან ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვა არ უნდა მოხდეს ადგილობრივი შრომითი ან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესუსტების ხარჯზე.
ვალდებულებები
შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებია:
სარგებელი
ევროპული და საერთაშორისო პრინციპების დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება არეგულირებს დავების მოგვარების საკითხს. კერძოდ, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მოგვარების მექანიზმით რეგულირდება ის დავები, რომლებიც უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობის ან ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი დებულებების განმარტებას ან გამოყენებას. აღნიშნული მიზნებისთვის გათვალისწინებულია დავების მოგვარების სპეციალური მექანიზმი, რომელიც სტრუქტურითა და ეტაპებით ვმო-ს ფარგლებში მოქმედი დავების მოგვარების მექანიზმის მსგავსია.
შეთანხმებით განსაზღვრული დავების მოგვარების პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
შეთანხმებაში დეტალურად არის გაწერილი არბიტრაჟის კომპეტენცია, მისი ფორმირებისა და ფუნქციონირების წესები. დავების მოგვარების შესახებ თავს ერთვის სამი დანართი, რომლებიც დეტალურად არეგულირებს არბიტრაჟისა და მედიაციის პროცედურას და ადგენს არბიტრებისა და მედიატორების ქცევის წესებს.
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების შეფასების მექანიზმებს. შეთანხმებით ასევე განსაზღვრულია მხარეებს შორის დაახლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
ვალდებულება
შეთანხმების ფარგელებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებია:
სარგებელი
საკანონმდებლო დაახლოების შეფასების საფუძველზე შესაძლებელია ევროკავშირის მიერ ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაცია და საქართველოს მიერ დამატებითი სარგებლის მიღება.
შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების წინამოსამზადებელი პერიოდი
DCFTA-ს მოლაპარაკებისთვის მზადება დაიწყო 2009 წელს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მისაღებად მოლაპარაკების დაწყებისთვის მომზადების პროცესს საფუძველი ჩაუყარა 2008 წლის 13-14 ოქტომბერს ევროკომისიის ფაქტების შემსწავლელი მისიის (Commission services' fact-finding trade mission) ვიზიტმა თბილისში.
ვიზიტის შემდეგ, 2009 წლის მარტში, ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა რეკომენდაციები სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ (EU Commission’s Recommendations Regarding Georgia’s Preparedness for the DCFTA Negotiations).
რეკომენდაციების მიხედვით, მოლაპარაკების დასაწყებად ევროკომისიამ გამოყო ოთხი პრიორიტეტული სფერო: ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებები (სურსათის უვნებლობა), ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და კონკურენცია.
ევროკომისიის მოთხოვნის თანახმად, რეკომენდებულ სფეროებში (ინტელექტუალური საკუთრების უფლების გარდა) საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ყოვლისმომცველი სტრატეგიები:
ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის კუთხით UNDP–ის ხელშეწყობით ჩატარდა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლების ხელყოფისა და პირატული მდგომარეობის კვლევა. მოლაპარაკებების დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ ასევე შეიმუშავა სამრეწველო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგია.
მოლაპარაკების პროცესი და მომდევნო ეტაპები
DCFTA-ს გასაფორმებლად მოლაპარაკების პროცესი ოფიციალურად 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. სულ გაიმართა მოლაპარაკების ექვსი რაუნდი.
ასოცირების შეთანხმების პარაფირება (მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელების მიერ შეთანხმების თითოეულ გვერდზე ინიციალების დასმით მოლაპარაკებული ტექსტის დადასტურება) მოხდა 2013 წლის 28-29 ნოემბერს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტის ფარგლებში.
2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ხოლო შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 18 ივლისს მოახდინა.
2014 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის, DCFTA-ს ამოქმედება. ამასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების დანარჩენი ნაწილი ევროკავშირის მხრიდან ამოქმედდა 2016 წლის 1 ივლისიდან.