EU4Business - EBRD საკრედიტო ხაზი წარმოადგენს ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივ ინიციატივას, რამელიც მიზნად ისახავს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ინვესტიციების დაფინანსებას, რაც მათ საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში არსებული შესაძლებლობები.
იმისათვის, რომ ქართულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა სრულად ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობებით და გააფართოვონ გასაღების ბაზრები ევროკავშირის ქვეყნებში, აუცილებელია ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობა. ხშირ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ახალი დანადგარებსა და ტექნოლოგიებში ინვესტიციებთან, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის / მომსახურების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას.
რა მიმართულებთ უნდა განხორციელდეს ინვესტიცია და როგორ უნდა მოიძიონ რესურსები ინვესტიციის განსახორცილებელად - ეს საკითხები ხშირ შემთხვევაში შესასძლოა იქცეს დაბრკოლებად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის. ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი EU4Business - EBRD საკრედიტო ხაზი ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სწორედ ამგვარი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 322 240 805
ელ. ფოსტა: info.georgia@eu4business-ebrdcreditline.com
EU4Business - EBRD საკრედიტო ხაზის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ინტერნეტ გევრდს: