როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობის პროგრამა

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს, ეხმარება საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებაში ასოცირების ხელშეკრულებით (მათ შორის, DCFTA-ს მიმართულებით), ასოცირების დღის წესრიგითა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებით.

პროექტი შედგება სამი კომპონენტისაგან:

  • კომპონენტი N1: ხელშეკრულებების შესრულების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება; დონორებთან კოორდინაცია.
  • კომპონენტი N2: ინსტიტუციური რეფორმისა და საკანონმდებლო დაახლოების მხარდაჭერა.
  • კომპონენტი N3: ევროკავშირსა და საქართველოს შორის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესრულება, ხილვადობა (visibility).

 პროექტის წვლილი DCFTA-სთან დაკავშირებული საჯარო - კერძო დიალოგის (PPD) პროცესში

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროცესში პრიორიტეტული მიმართულებების მკაფიო იდენტიფიცირებისა და ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობის პროგრამა ეხმარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრების ორგანიზებაში, რომელებშიც მონაწილეობენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ერთობლივად განიხილავენ DCFTA-ს კონტექსტში მცირე და საშუალო მეწარმეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს. 

საჯარო - კერძო დიალოგის (PPD) პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს DCFTA-ს ჩარჩო მოთხოვნების შესაბამისი დემოკრატიული მმართველობის, ბიზნესის ხელშეუხებლობის, ინკლუზიური ზრდისა და განვითარების მიმართულებით რეფორმების განხორციელებას. შედეგად, ჩატარდება რიგი ღონისძიებები, რომელებიც მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, დაეხმარება ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში, რათა დააკამაყოფილონ ევროკავშირის შიდა ბაზრის წესები და გახდნენ კონკურენტუნარიანი. 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ-ნი იოლანტა ტაჩინსკა, პროექტის ხელმძღვანელი

ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ინგოროყვას ქ. #7, ოფისი #819, თბილისი, 0134, საქართველო

ტელ.: +995 599 153 435

ელ. ფოსტა: jolanta.taczynska@eu-aa.ge jolanta.taczynska@gmail.com

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.