როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

21 11 2017

საინფორმაციო შეხვედრა DCFTA-სთან დაკავშირებით Start in Georgia-ს ფარგლებში

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გამართულ მასშტაბურ გამოფენაში „Start in Georgia“, სადაც გამოფენის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში არსებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შესახებ და ასევე, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროგრამებსა და ხელშეწყობასთან დაკავშირებულ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.

 

ღონისძიება, რომელშიც 5 000-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, გაიმართა ქართული სტარტაპების ასოციაციისა და Start – Business Solutions-ის ორგანიზებით და მიზნად ისახავდა  ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის ხელშეწყობის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეფექტურ მიწოდებას, ცნობიერების გაზრდასა და მეწარმეობის ინიცირების წახალისებას.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.