საიტზე შენიშვნებისა და წინადადებებისათვის გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ."
აღნიშნული რეგლამენტი ადგენს სათამაშოების უსაფრთხოების წესებს და ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისთვის. რეგლამენტით, მათ შორის, გათვალისწინებულია მწარმოებლის, იმპორტიორისა და დისტრიბუტორის ვალდებულებები სათამაშოების უსაფრთხოებასთან მიმართებით.
დადგენილების პროექტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.dcfta.gov.ge/ge/legislation
კომენტარების მიღების ბოლო ვადაა 14/07/2019.