2020 წლის 31 ივლისსა და 1 აგვისტოს გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) განხორციელების საკოორდინაციო უწყებათაშორისი ქვეკომისიის მეთორმეტე სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნა DCFTA-ს განხორციელების 2020 წლის 6 თვის შესრულების მდგომარეობა და მომზადდა DCFTA-ს განხორციელების საშუალოვადიანი (2021-2023) სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია, რომელიც დამტკიცდება 2020 წლის ბოლომდე.
უწყებათაშორისი ქვეკომისიის სხდომას ესწრებოდნენ DCFTA-ს განხორციელებაში მონაწილება ყველა უწყების წარმომადგენლები.