როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

18 06 2024

სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ადასტურებს სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას მეტროლოგიის სფეროში.

„ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის ინსტიტუციების ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამდენად, EURAMET-ის მიერ საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება წინ გადადგმულ ნაბიჯია ამ მიმართულებით და ქმნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს მეტროლოგიის სფეროში. ეს გადაწყვეტილება შედეგია მრავალწლიანი სტრუქტურული რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით ევროინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.