როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

14 11 2016

შეხვედრა წინანდალში

2016 წლის 14 ნოემბერს, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ევროკავშირის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით, მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე.

 

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის, ბიზნესსექტორის და ევროკავშირთან ასოცირების მხარდამჭერი პროგრამის წარმომადგენლებმა DCFTA-ს შესრულებაში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებს.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.