როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

19 12 2016

რომან კაკულია საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე ისაუბრეს. გიედრიუს პუოჯუნასმა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიაროს.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.