2016 წლის 6 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „საქართველოს გზა ევროპული ბაზრისკენ - პროფესიული უნარები DCFTA-ს კონტექსტში“, რომელიც GIZ-ის პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ - მიერ განხორციელებული და ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - ფარგლებში მოეწყო.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა (AA) და და მისი ერთერთი ნაწილის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესასრულებლად საქართველოში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილე საგანამანთლებლო, ბიზნესწრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია საქართველოში DCFTA-ს განხორციელების პროცესის შესახებ.