2016 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მემორანდუმით განსაზღვრულ სამუშაოებს შორის ერთ–ერთია საქართველოს მასშტაბით DCFTA-ს ხუთი საინფორმაციო ცენტრის გახსნა. საინფორმაციო ცენტრები თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში იმუშავებს და დაინტერესებულ პირებს DCFTA-სთან დაკავშირებულ ინფორმაციასს მიაწოდებს. მემორანდუმის საფუძველზე გათვალისწინებულია კერძო სექტორის წარმომადგენლებს (უმთავრესად, მცირე და საშუალო მეწარმეებს) შორის DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება.
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ინიციატივის EU4Business-ის (მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობა) ფარგლებში.