როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

10 03 2017

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ DCFTA-ს ფარგლებში არსებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) ქვეკომიტეტის მე-2 სხდომა გაიმართა

2017 წლის 10 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიმართულებით შექმნილი საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო საკითხებზე ასოცირების კომიტეტისანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) ქვეკომიტეტის მე-2 სხდომა.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ DCFTA-ს ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხები. ხელი მოეწერა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების სამოქმედო გეგმას, რომლის შესრულებაც საქართველომ 2015 წელს დაიწყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG SANTE, DG TRADE) წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - საჯარო სამართლის იურიდიული პირების - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელები.

 

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.