როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

29 06 2017

საინფორმაციო შეხვედრა DCFTA-ს შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 29 ივნისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართა საინფორმაციო შეხვედრა DCFTA-ს სარგებლის, შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ, რომელშიც 80-მდე ადგილობრივი მეწარმე და ფერმერი მონაწილეობდა.

 

DCFTA-ს  შესახებ მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენელები ესაუბრნენ.  შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხი, არსებული ვითარება, მიღწეული პროგრესი, შესაძლებლობები და ამ სფეროს სხვა სიახლეები.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.