საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა კახეთის რეგიონის მეწარმეებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საკანონმდებლო რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხები გააცნო.
ტრენინგი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საკანონმდებლო რეგულირება და კონტროლი“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წამომადგენლები უძღვებოდნენ.
ტრენინგი ეხებოდა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგულირებისა და კონტროლის საკითხებსა და სიახლეებს, მათ შორის, კანონმდებლობას პესტიციდების და აგროქიმიკატების მართვის სფეროში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციას, სახელმწიფო კატალოგებს და სხვ.
პროექტი ევროკავშირის ინიციატივის - EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით.