ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის შესაძლებლობა მიეცათ.
„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის სავაჭრო კომიტეტმა საქართველოდან ევროკავშირში თაფლის იმპორტის დაშვების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.