როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

20 11 2016

კახეთში DCFTA–ს საინფორმაციო მედიატური მოეწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და USAID-ის პროექტის „მართვა განვითარების“ (G4G) მხარდაჭერით, 2016 წლის 12-13 ნოემბერს, კახეთში გაიმართა ორდღიანი სემინარი ჟურნალისტებისათვის DCFTA-სთან დაკავშირებულ და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე.

 

სემინარში მონაწილეობა მიიღო ტელე და რადიომაუწყებლობაში, ასევე ინტერნეტსივრცესა და ბეჭდურ პრესაში ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ოცამდე ჟურნალისტმა. საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მედიატურის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია DCFTA შესახებ. პრეზენტაციები ასევე წარმოადგინეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.