როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

DCFTA ბიზნესისთვის

სერტიფიკატი

შესაბამისობის შეფასება (სერტიფიკაცია) არის პროცესი, რომელიც მოიცავს ევროკავშირის დირექტივას/სტანდარტსა და მომსახურებას/პროდუქტს შორის შესაბამისობის დადგენას შესაბამისობის დადგენისა და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შემდეგ.

სურსათის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს შემდეგი სერტიფიკატები:

აღნიშნული სერტიფიკატები გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე.

დამატებით, საქართველოში არსებობს შემდეგი ტიპის სერტიფიკატები: 

  • დაკალიბრების სერტიფიკატი - გამზომი საშუალების ან წარმოებაში გამოყენებული გამზომი ხელსაწყოს მეტროლოგიური დაკალიბრების სერტიფიკატი. დაკალიბრების სერტიფიკატი ადასტურებს გამზომი ხელსაწყოს მუშაობას დაშვებული ცდომილების ფარგლებში.  დაკალიბრების სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტი ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია; 
  • წარმოშობის სერთიფიკატი - იმისათვის, რომ საქონელმა ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, მან უნდა დააკმაყოფილოს საქონლის წარმოშობის კრიტერიუმები, რომელიც განისაზღვრება შეთანხმების შესაბამისი პროტოკოლით. ეს კრიტერიუმები მოიცავს როგორც საქონლის დამუშავების აუცილებელ მინიმალურ პირობებს, ისე საქონლის წარმოებისათვის აუცილებელი მასალის ზღვრულ რაოდენობას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის სტატუსის მოსაპოვებლად. ევროკავშირის ბაზრისათვის საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტია EUR1, რომელსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური. წარმოშობის წესებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.